გაკვეთილი

გაკვეთილის  გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა
ნიუტონის  კანონები
სწავლების საფეხური
მეცხრე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 25 მოსწავლეა.განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი მოსწავლეებს გააცნობს მასას,ძალასა და აჩქარებას შორის დამოკიდებულებასა და ურთიერთკავშირს.იგი დაეხმარება მოსწავლეებს შემდეგი მასალის,კერძოდ,ნიუტონის მესამე კანონის დამტკიცებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ამ გაკვეთილით მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის,მასალის მოძიების,სხვადასხვა სიდიდეებს შორის კავშირის დამყარების უნარ - ჩვევები.
წინასწარი ცოდნა

ამ გაკვეთილის თემის წარმატებით შესრულებისთვის მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რა არის ძალა,რა არის აჩქარება და რა კავშირი არსებობს მათ შორის.
შეფასების საგანი და პროცედურები
ამ გაკვეთილზე მოსწავლეები ფასდებიან გაკვეთილზე ჩართულობით,ამოცანების ამოხსნაში,
ტექსტზე მუშაობაში.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ამ გაკვეთილზე ვიყენებთ  სახელმძღვანელოს ქ. ტატიშვილის „ფიზიკა - 9 „,ამოცანათა კრებულს
ქ. ტატიშვილისა და ბასიაშვილის კრებულებს: „ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული ფიზიკაში“,დაფა,ცარცი,კომპიუტერული პროგრამა (მაგ., MS Word, PowerPoint და ა.შ.),ურიკები,
სხვადასხვა ზომის და მასის ტვირთები,დინამომეტრი,ხის ძელაკი.
niuგაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილის აქტივობები :1. საშინაო დავალების შემოწმება - 5 წთ; 2. ექსპერიმენტის ჩატარება -7 წთ; 3. დიალოგის მეთოდით ექსპერიმენტების შედეგების ანალიზი - 8 წთ; 4. წინა მასალის გამოკითხვა ინდივიდუალურად რამდენიმე მოსწავლის მეშვეობით - 8 წთ; 5. ახალი მასალის ახსნა ექსპერიმენტებზე დაყრდნობით - 5წთ;6. ამოცანების ამოხსნის საშუალებით ახალი მასალის გამტკიცება - 7 წთ; 7. მოსწავლეთა შეფასება -3 წთ; 8. საშინაო დავალება - 2 წთ.

შეფასების რუბრიკა

                  კრიტერიუმი
           დაბალი
              საშუალო
                    მაღალი



   გაკვეთილზე ჩართულობა
მოსწავლე არ აქტიურ-
ობს, საერთოდ არ იღ-ებს მონაწილეობას,ვერ
აღწევს დასახულ მიზანს.
მოსწავლე აქტიურობს შეძლების-დაგვარად,გამოთქვამს საკუთარ აზრს,ნაწილობრივ ახერხებს გაკვეთილისთვის საჭირო თეზისების გადმოცემას.
მოსწავლე ძალიან აქტიურია, სწორად 
განსაზღვრავს გაკვეთილისთვის საჭირო 
ყველა განმარტებას, გამოთ-ქვამს საკუთარ
 აზრს და მოჰყავს სათანადო დამადას-ტურებელი 
 მაგალითები.



 ამოცანების ამოხსნა
მოსწავლე სწორად ვერ წერს ამოცანის მოცე-მულობას,ვერ ახერ-ხებს ერთეულების გადაქცევას.
მოსწავლე სწორად წერს ამოცა-ნის მოცემულობას,ერთეულები გადაყავს SI სისტემის ერთეულე-ბში ,მაგრამ ვერ ახერხებს ამოცანის ბოლომდე ამოხსნას.
მოსწავლე სწორად წერს მო-ცემულობას,
კარგად გადაყავს ერთეულები ერთი სისტემი-დან 
მეორეში,სწორად არჩევს სამუშაო
 ფორმულას და ხსნის.

 ტექსტზე მუშაობა
მოსწავლე ვერ ახერ-ხებს ტექსტში სათანა-დო ადგილების მოძიებას.
მოსწავლე მოიძიებს ტექსტში საჭირო მასალას დასმული შეკითხვის ირგვლივ და ნაწილობრივ ახერხებს მის გამოყენებას.
მოსწავლე ზუსტად მოიძიებს საჭირო 
მასალებს დასმული შეკითხვის ირგვლივ და სწო-
რად მოინიშნავს მისთვის საჭირო იმფორმაციას.                                                                                                                                                                                                                                                     
პრეზენტაცია

1 comment:

  1. ეთო მაგარი ხარ. მიყვარხარ.

    ReplyDelete