Monday, December 16, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

 1. პროექტის  სახელწოდება:
ძალები   ბუნებაში.
 2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ):
ამ თემით მოსწავლეები იგებენ რამდენი სახის ძალა არსებობს ბუნებაში და
ეცნობიან მათ მნიშვნელობასა და დანიშნულებას.
3. პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურია იმიტომ,რომ მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა
ტიპის ძალების მნიშვნელობასა და მათ მოქმედებებს.
4. პროექტის მიზნები:
 მოსწავლეები ისწავლიან რამდენი ტიპის ძალა არსებობს, რა დანიშნულება
 აქვს თითოეულ მათგანს და რა გამოყენება ყოფა - ცხოვრებაში, რითაც მათ     უვითარდებათ კვლევის, თანამშრომლობის,აზრთა გაზიარებისა და                  დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.
5. მონაწილეთა ასაკი:
12 - 13 წელი ( VII კლასი )
6. ვადები/ ხანგრძლივობა:
ერთი თვე ( 4 კვირა )
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება რომ შეიქმნას:
 სლაიდ- შოუ, კედლის გაზეთი, პლაკატები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, კომპიუტერი,ენციკლოპედიები და სახელმძღვანელოები.
 9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით მოვახდინეთ თემის შერჩევა;
კლასში მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად:
პირველ ჯგუფს დაევალა მოეძიებინა ზოგადი ინფორმაცია ბუნებაში                           არსებული ძალების შესახებ;
 მეორე ჯგუფს დაევალა მოეძიებინა ძალების ამსახველი სურათები და  აეტვირთა ისინი სლაიდ - შოუზე. მესამე ჯგუფს დაევალა მოემზადებინა მასალა პრეზენტაციისათვის;
მეოთხე ჯგუფს დაევალა წარმოედგინა სხვადასხვა ტიპის ძალების გამომსახველი პლაკატები. თითოეულ ჯგუფში შეირჩევა თითო მოსწავლე, რომელიც შეასრულებს ლიდერის მოვალეობას. იგი ჯგუფის წევრბთან ერთად მოახდენს მომზადებული სამუშაოს შეჯამებას და მოემზადება პრეზენტაციისთვის. ჯგუფებმა მიცემული დავალება მოამზადეს ინტერნეტში, ენციკლოპე დიებსა და კომპიუტერში,სხვადასხვა სახელმძღვანელოებში მოძიებული მასალების მიხედვით.თითოეული ჯგუფის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია, მოძიებული მასალები წარმოადგინეს პლაკატების,სლაიდ - შოუს, კედლის გაზეთების და მოხსენების საშუალებით მოსწავლეთა შეფასება მოვახდინე პრეზენტაციის, კვლევა - ძიებისა და ჯგუფში მოსწავლეთა აქტიურობის მიხედვით.
             10. ბუნ.VII.9მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი ძალების და                            მათი მოქმედების შედეგების შესახებ მსჯელობ. 
             11. პროექტის ხელმძღვანელი:
                     ეთერი აფციაური.
             12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: 
                      eteriafciauri@gmail.com
              13. პროექტის ვებ - გვერდი
                          eteriafciauri.blogspot.com